ლატვიურმა airBaltic-მა ბელორუსში ფრენები შეაჩერა

ბელორუსის პრეზიდენტის გადაწყვეტილების პირველი შედეგი-თვითმფრინავის იძულებითი დაფრენისა და მის ბორტზე ჟურნალისტის დაკავების გამო ლატვიურმა კომპანია airBaltic-მა ბელორუსში ფრენები შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლატვიის ტრანსპორტის მინისტრმა, ტალის ლინკაიტემ, მიიღო- იუწყება გამოცემა DW.
ჩვენი ნაციონალური კომპანია airBaltic ყურადღებით ადევნებს თვალყურს სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ამის გამო მიღებულია გადაწყვეტილება, შევაჩეროთ დროებით ფრენები ბელორუსიაში. თავის რეკომენდაციებს ლატვიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც გაგაცნობთ- განაცხადა ტალის ლინკაიტემ.
ლინკაიტეს განცხადებით, ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება მინსკში airBaltic-ის კუთვნილი თვითმფრინავის იძულებით დაჯდომის გამო მიიღეს. მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი ბლოგერისა და ჟურნალისტის დაკავება ,,არაორდინალური" საქციელი იყო.
airBaltic-ის კუთვნილი თვითმფრინავი მინსკში 23 მაისს დასვეს. გადაწყვეტილება ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, მიიღო. თვითმფრინავში ბელორუსიელმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.
საერთაშორისო თანამეგობრობამ ოფიციალური მინსკის გადაწყვეტილება გააპროტესტა. აშშ-ის გენმდივანმა, ენტონი ბლიკენმა, კი ფაქტს ,,ლუკაშენკოს რეჟიმის შოკისმომგვრელი აქტი" უწოდა.