უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე იერიშები მორიგ ჯერზე მიიტანეს. ხმელნიცკისა და სხვა ოლქებში აფეთქებების ხმა ისოდა. მტერმა სარაკეტო იერიშები სტრატეგიულ ავიაციაზე მიიტანა.
ყურადღება! რაკეტები სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოფრინავენ. კურსი შეიძლება შეიცვალოს. საჰაერო განგაშის შემთხვევაში შედით თავშესაფრებში!, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო თავდაცვის განცხადებაში.
განგაში ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟეს, დნეპროპეტროსვკის, დონეცკის, ხარკოვის, პოლტავის, სუმის ოლქებში გამოცხადდა. ასევე განგაშ იყო ყირიმსა და ლუგანსკში.