ღამით რუსების მიერ კიევზე მიტანილ იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 8

24.06.23 10:20
ღამით რუსების მიერ კიევზე მიტანილ იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 8

ღამით რუსების მიერ კიევზე მიტანილ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა 8.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ 24 ივნისის ღამეს ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების ნამსხვრევებმა კიევის სოლომენსკის რაიონში 25-სართულიანი შენობა დააზიანეს.

24 ივნისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის გარშემო საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.