გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება, უსაფრთხოების გარანტია გაქვთ - რუსეთის თავდაცვა "ვაგნერელებს"

24.06.23 10:49
გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება, უსაფრთხოების გარანტია გაქვთ - რუსეთის თავდაცვა "ვაგნერელებს"

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელებს მოუწოდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და მუდმივი განლაგების ადგილებში დასაბრუნებლად უწყების წარმოამდგენლებს მიმართონ.

უწყება "ვაგნერის" მებრძოლებს ასევე მოუწოდებს, უარი თქვან შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობაზე. სამინისტრო ამბობს, რომ სამხედროები მოტყუებით ჩართეს პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში. 

"თქვენ მოტყუებით ჩაგითრიეს პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში. 

სხვადასხვა რაზმიდან თქვენმა ბევრმა თანამებრძოლმა უკვე გააცნობიერა შეცდომა და ითხოვდნენ დახმარებას მუდმივი განლაგების ადგილებში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის. 

ჩვენი მხრიდან ეს დახმარება უკვე გაეწია ყველას, ვინც მოგვმართა - მებრძოლებსა და მეთაურებს.  

გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და მალე დაუკავშირდეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ან სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ ყველას გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას". - ვკითხულობთ განცხადებაში.    

მსგავსი სიახლეები