დილაადრიან პრიგოჟინმა აიღო როსტოვი - იგორ გირკინი

24.06.23 10:54
დილაადრიან პრიგოჟინმა აიღო როსტოვი - იგორ გირკინი

რუსი პროპაგანდისტი, ე.წ. ნოვოროსიის იდეოლოგი, ულტრანაციონალისტი და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი იგორ გირკინი (სტრელკოვი) წერს, რომ დილაადრიან პრიგოჟინმა როსტოვი აიღო და მის კონტროლქვეშ არის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი და როსტოვის შინაგან საქმეთა სამმართველო.

დილაადრიან პრიგოჟინმა აიღო როსტოვი. მის კონტროლქვეშ არის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი და როსტოვის შინაგან საქმეთა სამმართველო, აწარმოებს მოლაპარაკებას ევკუროვსა და ალექსეევთან. იმუქრება მოსკოვისკენ წასვლით. ტრაბახობს ჩამოგდებული შეიარაღებული ძალების 3 ვერტმფრენით და იმუქრება, რომ კიდევ ჩამოაგდებს. მათ პირველ მსხვილ წარმატებას მიაღწიეს. ახლა ან ახლავე სამოქალაქო ომია, ან... ცოტა მოგვიანებით..." - წერს გირკინი.

მსგავსი სიახლეები