სანამ გენშტაბის უფროსი და შოიგუ არ მოვლენ, ჩვენ აქ ვართ - პრიგოჟინი
პრიგოჟინი შოიგუსთან შეხვედრას ითხოვს, აცხადებს რომ მის განკარგულებაში მყოფი 25 ათასი მებრძოლი უკვე დაძრულია.
“ჩვენ აქ მოვედით, გვინდა გენშტაბის უფროსის და შოიგუს ნახვა. სანამ ისინი არ მოვლენ ჩვენ აქ ვართ, ქალაქ როსტოვს ვბლოკავთ და მოსკოვში მივდივართ”. - ამბობს ვაგნერის ხელმძღვანელი.
ვიდეოში პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო მმართველებს ბებერ კლოუნებად მოიხსენიებს, რომლებიც ყოველგვარი აღჭურვილობისა და გეგმის გარეშე სამხედროებს დასახოცად აგზავნიან.