ვაგნერის მცდელობამ, აიღოს კონტროლი დონის როსტოვზე, შესაძლოა, გავლენა იქონიოს უკრაინის ომზე - ISW
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW-ის) ანგარიშის მიხედვით, ვაგნერის ნებისმიერმა მცდელობამ კონტროლი აიღოს დონის როსტოვზე, შეიძლება გავლენა იქონიოს უკრაინის ომზე, რადგან როსტოვში განლაგებულია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლობა, რაც ომის მიმდინარეობისას საკვანძო ობიექტია რუსებისთვის.
ანგარიშში ასევე წერია, რომ ევგენი პრიგოჟინი მიზნად ისახავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ლიდერები შეცვალოს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ "ის წარმატებას ვერ მიაღწევს", რადგან კრემლი მის ქმედებებს წინააღმდეგობას უწევს.