სამხედრო გადატრიალებას ცდილობენ, ეს სამშობლოს ღალატია - პუტინის პირველი კომენტარი

კრემლი პუტინის მიმართვას ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო გადატრიალებად აფასებას იმას, რაც ახლა რუსეთში ხდება.
მისი თქმით, გაცემულია ბრძანება ამბოხებულების გასანეიტრალებლად.
ეს არის სამშობლოს ღალატი - ამბობს პუტინი.
რუსეთი მძიმე ბრძოლას აწარმოებს თავისი მომავლისთვის, დასავლეთის მთელი სამხედრო და საინფორმაციო მანქანა რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.
სპეცოპერაციის პერიოდში ნებისმიერი შუღლი უნდა მოიხსნას, ახლა ჩვენი ხალხის ბედი წყდება.
ის, რის წინაშეც ვდგავართ, არის შიდა ღალატი, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ღალატი.
ნებისმიერი შიდა არეულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სასიკვდილო საფრთხეა. ეს არის დარტყმა რუსეთისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ასეთი საფრთხისგან დასაცავად ჩვენი ქმედებები მკაცრი იქნება.
ვინც მოაწყო სამხედრო აჯანყება, ასწია იარაღი, უღალატა რუსეთს და აგებს პასუხს.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს საჭირო ბრძანება შეიარაღებული აჯანყების ორგანიზატორების გასანეიტრალებლად".- ამბობს პუტინი.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს