ლუკაშენკომ ოჯახი თურქეთში გახიზნა - ბელარუსის მედია
ლუკაშენკომ ოჯახი თურქეთში გახიზნა - ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი, რომლითაც ლუკაშენკოს ოჯახი და სანათესაოც ხშირად სარგებლობს, დილის ფრენას უცნაური ტრაექტორიით ასრულებდა და როგორც ჩანს, სპეციალურად უვლიდა გვერდს რუსეთის იმ ტერიტორიებს, სადაც ვაგნერის აჯანყებულებმა გარკვეული შენობები დაიკავეს.