ვაგნერის დაჯგუფება მოსკოვისკენ მიიწევს - ბრიტანეთის თავდაცვა

24.06.23 12:37
ვაგნერის დაჯგუფება მოსკოვისკენ მიიწევს - ბრიტანეთის თავდაცვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ვაგნერის დაჯგუფება მოსკოვისკენ მიიწევს.

„კრიზისის“ შემდგომი სცენარი უახლოეს საათებში დადგინდება, იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოიქცევიან რუსეთის უშიშროების ძალები, იუწყება ბრიტანული დაზვერვა.

"მოძრაობენ ჩრდილოეთით, ვორენეჟის ოლქის გავლით, თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპირებენ მოსკოვში შესვლას. ეროვნული გვარდიის პოზიცია გადაწყვეტს ყველაფერს - ბრიტანული დაზვერვა.

ვორენეჟი მდებარეობს დედაქალაქ მოსკოვსა და დონის როსტოვს შორის.  Reuters რუსული სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვორონეჟში ვაგნერის დაქირავებულმა სამხედროებმა კონტროლი ყველა სამხედრო ობიექტზე მოიპოვეს.