ვაგნერელებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამი ვერტმფრენი ჩამოაგდეს
"ვაგნერის" დაქირავებულებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
ინფორმაცია პრორუსული ტელეგრამის არხზე Fighterbomber ვრცელდება, რომელიც სპეციალიზირებულია სამხედრო ავიაციის შესახებ სიახლეებზე. მათი თქმით, ეკიპაჟის ყველა წევრი ცოცხალია.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს