დანის ზურგში ჩარტყმა და საშინელი ღალატია - კადიროვი პრიგოჟინის აჟანყებაზე
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა და პრიგოჟინის ქმედებას საშინელი ღალატი უწოდა.
„ყველაფერი, რაც ხდება, დანის ზურგში ჩარტყმაა და ნამდვილი სამხედრო ამბოხია!“ -თქვა კადიროვმა.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა პუტინს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
კადიროვმა ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში პუტინის მხედართმთავრული შესაძლებლობები აქო. მისი აზრით, პუტინი ყველა სამხედრო მეთაურზე "და მით უმეტეს ბიზნესმენზე" უკეთ იცის ბრძოლის ველის ყველა წვრილმანი.
კადიროვი ჯარისკაცებს მოუწოდებს, რომ პროვოკაციებსა და დაპირებებს არ აყვნენ. მისი თქმით საჭიროა პუტინის გარშემო გაერთიანება.
კადიროვი ამბობს, რომ ჩეჩნეთიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის დანაყოფები უკვე დაიძრნენ დაძაბულობის ზონის მიმართულებით.
მან ასევე გაიხსენა, რომ პრიგოჟინი არაერთხელ გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ომი არ იყო პირადი საჩივრების გამოთქმისა და დავების გადაწყვეტის ადგილი.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს