ვორონეჟი ცეცხლის ალშია გახვეული - პრიგოჟინმა იერიში ნავთობ ბაზაზე მიიტანა

24.06.23 14:48
ვორონეჟი ცეცხლის ალშია გახვეული - პრიგოჟინმა იერიში ნავთობ ბაზაზე მიიტანა

ვორონეჟი ცეცხლის ალშია გახვეული. პრიგოჟინმა იერიში ნავთობ ბაზაზე მიიტანა. ვაგნერის დამფუძნებელი ადასტურებს, რომ თავდასხმა მოიერიშე ვერტმფრენით მოხდა.  ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.  საწვავის რეზერვუარზე გაჩენილი ხანძრის ქრობა ახლაც მიმდინარეობს. ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა მუშაობს. არსებული ცნობებით, მსხვერპლი არ არის. 

ვორონეჟის ოლქშიი  შეიარაღებული შეტაკებები პიკს აღწევს.  აფეთქებები, სროლა  იერიში ავიაციით. რუსეთის საამთავრობო ძალებსა და ვაგნერის მებრძოლებს შორის მძიმე ბრძოლები მიდის პრიგოჟინს ვორონეჟი ფაქტრობივად სრულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ვაგნერის ქვედანაყოფები ახლა ვორონეჟის რეგიონის გავლით მოსკოვისკენ მიემართებიან. პუტინის მუქარას პრიგოჟინმა ახალი განცხადებით უპასუხა.

მსგავსი სიახლეები