რუსეთის დედაქალაქში პირველი სამხედრო კოლონები გამოჩდნენ

24.06.23 15:07
რუსეთის დედაქალაქში პირველი სამხედრო კოლონები გამოჩდნენ

რუსეთის დედაქალაქში პირველი სამხედრო კოლონები უკვე გამოჩნდა. უახლეს მასალაში, რომელიც ტელეგრამ არხებში ვრცელდება, ჯავშანტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა ჩანს. ტანკები ლიპეცკის რეგიონის გავლით მოსკოვისკენ მოძრაობენ. კადრები ვრცელდება კრასნოდარიდანაც. ავტომაგისტრალები სამხედრო ტექნიკით გადაივსო.

რუსეთის უშიშროების ძალებმა მოსკოვის მისადგომებთან საგუშაგოების და თავდაცვითი პოზიციების აგება დაიწყეს. ვრცელდება ცნობებიც, რომ სიმფეროპოლის მახლობლად  გზატკეცილზე ხიდი გადაკეტეს.

რუსეთის არმია ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებს ახლა ხელოვნურ ბარიერებს უქმნის. პირველი ბრძოლა უკვე გაიმართა "ვაგნერსა" და რუსეთის გვარდიის ნაწილებს შორის - ეს მოხდა როსტოვ-მოსკოვის გზატკეცილზე. ოკუპანტები მალევე გაიქცნენ, იარაღი კი ვაგნერებს დარჩათ.

მსგავსი სიახლეები