როსტოვში აფეთქებების ხმა გაისმა

24.06.23 15:23
როსტოვში აფეთქებების ხმა გაისმა

დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბის შენობასთან აფეთქებების ხმები გაისმა.

ტელეგრამ-არხებზე ვიდეოები ვრცელდება.

გავრცელებულ კადრებში შეშინებული მოქალაქეები პერიმეტრიდან გარბიან. ერთ-ერთ ვიდეოში კი მოწმე ამბობს, რომ მან სროლის ხმებიც გაიგო. ამ შენობაში ვაგნერის ჯგუფი იყო გამაგრებული.