ერთი მთავარსარდალი გვყავს. არა ორი, არა სამი - ზახაროვა

24.06.23 15:32
ერთი მთავარსარდალი გვყავს. არა ორი, არა სამი - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით,  ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც პიროვნული საჭიროება უნდა გადავდოთ.

„ერთი მთავარსარდალი გვყავს. არა ორი, არა სამი. ერთი. და მან ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა. ეს არის ახლა მთავარი. ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც პიროვნული საჭიროება უნდა გადავდოთ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ 100%-ით მართალი ხართ“, - წერს ზახაროვა ტელეგრამ არხზე.