მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიას 9 ახალი წევრი შეემატა

24.05.21 17:45
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიას 9 ახალი წევრი შეემატა

მსოფლიოს ახალი მილიარდერების სიას სათავეში Moderna-ს გენერალური დირექტორი, სტეფან ბანსელი და BioNTech-ის ხელმძღვანელი, უგურ სახინი, უდგანან. სწორედ ამ კოპანიებმა შექმნეს ვაქცინა Pfizer. ამ 2 პიროვნების პირადმა შემოსავალმა პანდემიის პერიოდში 4 მილიარდი შეადგინა. მათ შემდეგ მოდიან ჩინური CanSino Biologics-ს ხელმძღვანელი და Moderna-ს პირველი ინვესტორები.

Moderna-ს აქციები 2020 წლის თებერვლიდან 700%-ით გაიზარდა, BioNTech -ის - 600%-ით, ხოლო CanSino Biologics -სა 440%-ით.

ეს მილიარდერები არიან ადამიანური სახე უზარმაზარი მოგებისა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიები ვაქცინის მონოპოლიზებით შოულობენ. ვაქცინები სახელმწიფო სახსრებით დაფინანსდა და პირველ რიგში, საზოგადოებას უნდა მოხმარდეს და არა უზარმაზარი მოგების მიღებას- განაცხადა ენ მარიოტმა, კომპანია Oxfam-ის ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერმა.
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვაქცინების 87% მდიდარ, ან საშუალო სიმდიდრის მქონე ქვეყნებზე გაიყიდა, ხოლო ღარიბი სახელმწიფოების ხვედრითი წილი ხარისხიანი ვაქცინის მიღებაში მხოლოდ 0,2%-ია.

ჯანმო-ს ინფორმაციით, 2022 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 60 %-ის ასაცრელად 50 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება საჭირო.
Pfizer, -ის გენერალური დირექტორის, ალბერტ ბურას, განცხადებით, კომპანია უახლოესი 18 თვის განმავლობაში 2 მილიარდ დოზას დაბალგანვითარებულ ქვეყნებს მიაწვდის. ეს კი მათ 26 მილიარდის მოგებას მოუტანს. 
9 ახალი მილიარდერის ქონება პანდემიის დაწყებიდან დღემდე 19,3 მილიარდით გაიზარდა.