როსტოვის მაღაზიებში სასურსათო თაროები დაცარიელდა (ფოტო)

24.06.23 15:55
როსტოვის მაღაზიებში სასურსათო თაროები დაცარიელდა (ფოტო)

როსტოვის მაღაზიებში სასურსათო თაროები დაცარიელდა - ფოტოები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. 

ცოტა ხნის წინ დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბის შენობასთან აფეთქებების ხმები გაისმა.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა და დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენები. ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელის მტკიცებით, აკონტროლებენ ვორონეჟსაც.

 

მსგავსი სიახლეები