პრიგოჟინის აჯანყება რუსეთის შიდა საქმეა - ყაზახეთის პრეზიდენტმა პუტინის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა

24.06.23 16:05
პრიგოჟინის აჯანყება რუსეთის შიდა საქმეა - ყაზახეთის პრეზიდენტმა პუტინის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა

ყაზახეთის პრეზიდენტმა პუტინის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. დახმარების თხოვნით ტოკაევს რუსმა დიქტატორმა თავად მიმართა, თუმცა ყაზახმა კოლეგამ უთხრა რომ პრიგოჟინის აჯანყება რუსეთის შიდა საქმეა.

"ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა", - ნათქვამია ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

მათი თქმით, კონსტიტუციური წესრიგისა და კანონის უზენაესობის დამყარება წესრიგის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა. 

მსგავსი სიახლეები