მოსკოვის ცენტრში ტანკები გამოჩნდა

24.06.23 17:21
მოსკოვის ცენტრში ტანკები გამოჩნდა

მოსკოვის ცენტრში ტანკები გამოჩნდა. რუსეთის დედაქალაქში განსაკუთრებული სამზადისია. აჯანყებული პრიგოჟინის ვაგნერის მებრძოლები დანიშნულების ადგილს უახლოვდებიან. სამხედრო კოლონა უკვე გზაშია.
მოსკოვში თავდაცვისთვის ემზადებიან. ქალაქის ცენტრში  ქვიშის ტომრებიდან საცეცხლე პოზიციებს ამზადებენ.  ვითარება კონტროლიდან გამოდის. მოსკოვის ქუჩებს პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ. წითელი მოედნიდან გავრცლეებულ უახლეს მასალაში კბილებამდე შეიარაღებული მილიცია ჩანს.  იარაღით ჩაფხუტით და ჯავშნებით პუტინის მილიცია ქალაქს იცავს. შენდება ტყვიამფრქვევის სადგამებიც.  უახლესი ცნობებით ვაგნერის დაჯგუფებას მოსკოვამდე რამდენიმე საათის გზის გავლა დარჩა