პრიგოჟინის დაჯგუფება შენობების სახურავებზე სნაიპერებით იმყოფებიან - ვითარება როსტოვში

24.06.23 17:30
პრიგოჟინის დაჯგუფება შენობების სახურავებზე სნაიპერებით იმყოფებიან - ვითარება როსტოვში

სატელევიზო კამერით გადაღებული პირველი კადრები როსტოვიდან. მასალას როიტერი ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ სიტუაციას სრულად ვაგნერლები აკონტროლებენ. 

გავრცელებული ცნობებით, პრიგოჟინის დაჯგუფების წევრები შენობების სახურავებზე სნაიპერებით იმყოფებიან. ქალაქის ქუჩები მძიმე ტექნიკითაა გადავსებული ყველგან შეიარაღებული ვაგნერელები დგანან. კადრებში ჩანს, რომ ყველა მებრძოლი შენიღბულია.

ქალაქის ქუჩებში მოწყობილია სანგრებიც. ვაგნერის დაჯგუფების წევრები როსტოვში ტანკებით სამთავრობო შენობების ეზოებშიც კი შევიდნენ. ვითარება უკონტორლო ხდება. პუტინმა ამ ქალაქზე მართვის სადავეეები საბოლოოდ დაკარგა.

მოსახლეობის ნაწილი ვაგნერელებისკენ გადავიდა, ნაწილი სრულ პანიაკშია. სუპერმარკეტების დახლებიდან პროდუქტებიი გარქაა. დაცარიელდა პურის დახლებიც. 

უახლესი ცნობებით, ვორონეჟის რეგიონის გარეუბანში ვაგნერელების ერთი ნაწილი ბირთვული იარაღის საწყობების დასაკავებლად ემზადებიან.