რუსული ელიტა მოსკოვიდან გარბის - პუტინის ბორტი რადარებიდან გაქრა

24.06.23 17:37
რუსული ელიტა მოსკოვიდან გარბის - პუტინის ბორტი რადარებიდან გაქრა

რუსული ელიტა მოსკოვიდან გარბის. რუსეთის დედაქალაქიდან პეტერბურგში ერთდროულად რამდენიმე სამთავრობო თვითმფრინავი გაფრინდა. რადარებზე საერთოდ არ ჩანს პუტინის ბორტი. რუსი დიქტატორის, სპეც-რეისი  მოსკოვის დროით 14 საათსაა და 16 წუთზე შესრულდა. ფლაი რადარის მონაცემებით, ბორტს საბოლოო დანიშნულების ადგილი მითითებული არ ჰქონია. თვითმფირნავი ტვერის რეგიონის თვალთვალის სისტემიდან გაქრა, აქ კი  პუტინის ერთ-ერთი რეზიდენციაა განთავსებული. 

პესკოვი ამტკიცებს რომ პუტინი მოსკოვში მუშაობს და სამთავრობო კვარტალი არ დაუტოვებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ მიშუსტინის თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა. გარდა ამისა, გავრცელებული ცნობებით, რუსეთი უკვე დატოვა პუტინის მთავრობის  უმდიდრესმა წევრმა, ვიცე-პრემიერმა დენის მანტუროვმა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მოსკოვი დიმიტრი მედვედევმაც დატოვა. თუმცა ეს იფნორმაცია ჯერ დაუზუსტებელია.