სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში დალუქეს თვითმფრინავი და ვერტმფრენი, რომელსაც პრიგოჟინი იყენებდა
რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში ის თვითმფრინავი და ვერტმფრენი დალუქეს, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი იყენებდა.
ამის შესახებ "ფონტანკა" კორესპონდენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. ამ დროისთვის ამ თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გამოყენება შეუძლებელია.
აღნიშნულია, რომ ეს თვითმფრინავი და ვერტმფრენი ეკუთვნის სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ავიაკომპანიას და არის გრძელვადიანი იჯარით ვაგნერელების ლიდერის ბიზნესიმპერიის ეკოსისტემის ნაწილი.