შოკისმომგვრელია, როცა დასავლეთი ბელორუსის საჰაერო შემთხვევას ,,შოკისმომგვრელს" უწოდებს - მარია ზახაროვა

24.05.21 18:35
შოკისმომგვრელია, როცა დასავლეთი ბელორუსის საჰაერო შემთხვევას ,,შოკისმომგვრელს" უწოდებს - მარია ზახაროვა

შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ დასავლეთი ბელორუსიაში მომხდარ საჰაერო შემთხვევას შოკისმომგვრელს უწოდებს - ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი ცივილური სამყაროს რეაქციას, რომელიც ბელორუსიაში თვითმფრინავის იძულებით დაფრენას და მის ბორტზე ჟურნალისტის დაკავებას მოჰყვა.

შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ დასავლეთი ბელორუსიაში მომხდარ საჰაერო შემთხვევას შოკისმომგვრელს უწოდებს, დემოკრატიული ცივილიზაციის ცხოვრება დიდი ხანია, რაც აქტუალური არ არის... სისხლმა და კვნესამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დემაგოგებს ის სკამი გამოაცალა, რისი საშუალებითაც ისინი ცოდნას გასცემდნენ.

ან ყველაფერმა უნდა ჩაგაგდოს შოკში: ამერიკის მოთხოვნით  ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავის იძულებით დაჯდომამ ავსტრიაში, უკრაინაში აფრენიდან 11 წუთში ბელორუსიის ბორტის უკან დაბრუნებამ, რომელშიც ანტიმაიდანის აქტივისტები იმყოფებოდნენ, 

ან სხვების ანალოგიური ქცევა შენ არ უნდა გაყენებდეს შოკს. საინფორმაციო-პოლიტიკური კამპანიების გამოყენება აღარ ქმნის სათანადო ეფექტს და ქსელს ძალადობრივი მოტაცების, უკანონო დაპატიმრებების ყველა შემთხვევა ახსოვს, რომელიც მორალისა და წესრიგის  დამცველთა ბრძანებით შესრულდა - წერს სოციალურ ქსელში მარია ზახაროვა.

 

 

 

ბელორუსის ტერიტორიაზე გუშინ  AIR BALTIC- ის კუთვნილი თვითმფრინავი იძულებით დასვეს და მის ბორტზე მყოფი ბელორუსი ჟურნალისტი და ბლოგერი, რომან პროტასევიჩი,  დააპატიმრეს. 

 

 

მსგავსი სიახლეები