დაყარეთ იარაღი და უარი თქვით მოსკოვის შტურმზე - რუსეთი ვაგნერელებს სრულ ამნისტიას სთავაზობს
რუსეთის ხელისუფლებმა პრიგოჟინის მხარდამჭერებს, ვაგნერის ჯგუფის ყველა ჯარისკაცს სრული ამნისტია შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ ისინი იარაღს დაყრიან და მოსკოვის შტურმზე უარს იტყვიან.
ამის შესახებ სი-ენ-ენი იტყობინება.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ჯო ბადიენი და ვიცე პრეზიდენტი კონსულტაციების რეჟიმში იმყოფებიან და რეალურ დროში ეცდნობიან რუსეთში მიმდინარე პროცესებს.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა და დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენები. ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელის მტკიცებით, აკონტროლებენ ვორონეჟსაც.