პრიგოჟინი ადასტურებს, რომ "ვაგნერმა" მოსკოვის მიმართულებით სვლა შეწყვიტა
ვაგნერის ჯგუფი გაჩერდა და მოსკოვისკენ სვლა შეწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, შუამავალი მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტსა და მის "მეგობარ" პრიგოჟინს შორის ბელარუსის პრეზიდენტია.
პრიგოჟინი ადასტურებს, რომ "ვაგნერმა" სვლა შეწყვიტა მოსკოვის მიმართულებით
ჩვენ 200 კმ-ღა გვრჩებოდა მოკსოვამდე, ამ კილომეტრების დაფარვა მოვახერხეთ ისე, რომ ერთი გრამი სისხლი არ დაღვრილა. არსებობს რეალურად სისხლისღვრის საფრთხე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვატრიალოთ ჩვენი შეიარარებული ძალები, რომელბიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და დავუბრუნდეთ დისლოკაციის ადგილს. - ამბობს პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში, რომელიც ამ წუთებში, გავრცელდა.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა და დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენები. ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელის მტკიცებით, აკონტროლებენ ვორონეჟსაც.