კრემლიდან კაცს აშკარად ძალიან ეშინია და ალბათ, სადმე იმალება - ზელენსკი პუტინზე
უკრაინის პრეზიდენტი ახალ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ პუტინი მოსკოვში აღარ არის, ეშინია და სადმე იმალება.
ზელენსკი ამბობს, რომ პუტინმა თვითონ შექმნა ის საფრთხე, რისიც ახლა თავადვე ეშინია.
უკრაინის პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობს, რომ რაც უფრო დიდხანს დარჩება რუსეთის ჯარები უკრაინის მიწაზე, მით მეტ ნგრევას მოუტანს ის რუსეთს.
დღეს არის დღე, როცა აუცილებლად არ უნდა გავჩუმდეთ. ლიდერობა ნამდვილად საჭიროა. დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ოსტატები არაფერს აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. უბრალოდ სრული ქაოსია. ყოველგვარი პროგნოზირებადობის გარეშე და ეს ხდება რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც სავსეა იარაღით. რუსულად ვიტყვი - კრემლიდან კაცს აშკარად ძალიან ეშინია და ალბათ სადმე იმალება, დარწმუნებული ვარ, მოსკოვში აღარ არის. სადღაც რეკავს, იქ რაღაცას ითხოვს... იცის, რისიც ეშინია, რადგან თავად შექმნა ეს საფრთხე. ყველა ბოროტება, ყველა დანაკარგი, ყველა სიძულვილი - ის თავად ავრცელებს მას. და რაც უფრო დიდხანს შეძლებს თავის ბუნკერებს შორის სირბილს, მით უფრო დაკარგავს ყველაფერს... ყველაფერს, რაც რუსეთს უკავშირდება. რას ვიზამთ, უკრაინელები? ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ არ ვიქნებით ჩუმად და არ ვიქნებით უმოქმედოდ. ჩვენ ვიცით, როგორ მოვიგოთ - და ეს მოხდება. ჩვენი გამარჯვება ამ ომში ნათელი იქნება.რაც უფრო დიდხანს დარჩება თქვენი ჯარები უკრაინის მიწაზე, მით მეტ ნგრევას მოუტანს ისინი რუსეთს. რაც უფრო დიდხანს იქნება ეს ადამიანი კრემლში, მით მეტი კატასტროფა იქნება