რუსული მედია: "ვაგნერის" ამბოხის შემდეგ პოსტიდან, შესაძლოა, სერგეი შოიგუ მოხსნან

„ვაგნერის“ ხელმძღვანელის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს და გენშტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის მოხსნა იყო. რუსეთის ერთ-ერთი არხი, „რიბარი“ იტყობინება, რომ წყაროს ინფორმაციით, რუსეთში აჯანყება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის სასარგებლო გადაწყვეტილების გამო შეჩერდა, ამიტომ არსებობს საფუძველი, რომ რუსეთის თავდაცვის ხელმძღვანელობა პოსტებიდან ნამდვილად მოხსნან.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ "ვაგნერის" დაჯგუფება რუსეთის პრეზიდენტს აუჯანყდა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის გახორციელება დააანონსა. უკვე გუშინ ვაგნერელები მოსკოვთან 200 კმ იყვნენ, როდესაც საქმეში ბელარუსის პრეზიდენტი ჩაერთო. ალექსანდრ ლუკანშენკომ ევგენი პრიგოჟნთან მოლაპარაკებები აწარმოა, რის შემდეგაც პრიგოჟინმა რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ წასვლა გადაიფიქრა და ვაგნერელები გზიდან უკან გაატრიალა.