პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა - პოდოლიაკი

25.06.23 09:55
პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი პრიგოჟინის გადაწყვეტილებას უკან დახევის შესახებ "ფენომენალურს" უწოდებს. მიხაილო პოროდლიაკი "ტვიტერზე" წერს, რომ "ვაგნერის" ხელმძღვანელმა პუტინი, ფაქტობრივად, გაანულა.

ამასთან, პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ იმ შიშისთვის, რომელიც გუშინ პუტინის ელიტამ განიცადა, რუსეთის პრეზიდენტი ევგენი პრიგოჟინს მაინც გაანადგურებს. 

პრიგოჟინის ფენომენალური არჩევანი… თითქმის პუტინი გაანულე, ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები აიღე კონტროლის ქვეშ, მოსკოვამდე მიხვედი და უცებ… უკან იხევ. ვინაიდან ერთმა ძალიან სპეციფიკურმა შუამავალმა საეჭვო რეპუტაციით (ლუკაშენკომ) უსაფრთხოების გარანტიები მოგცა ადამიანისგან (პუტინისგან), რომელმაც დილით შენი განადგურების ბრძანება გასცა. და იმ შიშისთვის, რომელიც პუტინის ელიტამ განიცადა ბოლო 24-საათის განმავლობაში, ეს ბრძანება აუცილებლად იქნება შესრულებული, - წერს პოდოლიაკი.