პუტინის ერთიანი რუსეთის მითი დაიმსხვრა - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო ასქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი ფიქრობს, რომ ვაგნერის ამბოხებამ რუსეთის და მისი ხელისუფლების სისუსტე ცხადყო. უცხოელი მაღალჩინოსნის თქმით, ამ ფაქტმა შესაძლოა უკრაინაზე დადებითად იმოქმედოს.
ტაიანი პირდაპირ ამბობს, რომ პუტინის ერთიანი რუსეთის მითი დაიმსხვრა.
შიდა ესკალაცია იწვევს რუსი სამხედროების დაყოფას. ეს გარდაუვალია, როცა მხარს უჭერ და აფინანსებ დაქირავებულთა ლეგიონს. ეს ამბოხი პუტინისთვის ბუმერანგი აღმოჩნდა, რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, მათ ბლიცკრიგი წააგეს, - ამბობს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, - განაცხადა მინისტრმა.