"პუტინი არსად ჩანდა" - როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები პრიგოჟინთან

თავისი ამბოხის დღეს „ვაგნერი“ ლიდერი რუსეთის პრეზიდენტთან კავშირზე გასვლას არაერთგზის შეეცადა, თუმცა პუტინმა უარით უპასუხა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა არც შემდგომ მიუღია. ინფორმაციას პროპაგანდისტული „მედუზა“ ავრცელებს.
კრემლთან დაახლოებული პირი „მედუზას“ უყვება, რომ ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აწარმოებდნენ. მასთან დაკავშირებას სამხედრო ხელმძღვანელობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელობა ცდილობდა. თუმცა მისი ქმედებებიდან გამომდინარე გაუგებარი იყო, რაზე უნდა ესაუბრათ, - ამბობს წყარო.
წყაროს ცნობით, 24 ივნისს შუადღის საათებში პრიგოჟინი კრემლთან კავშირზე გასვლას უკვე თავად ცდილობდა, პუტინთან დარეკვაც სცადა, თუმცა მან ამბოხებულთან საუაბრი არ ისურვა. „მედუზას“ ინფორმაციით, როგორც ჩანს, პრიგოჟინმა საკუთარი შესაძლებლობები გადააფასა და მიხვდა, რომ მისი კოლონების პერსპექტივა ბუნდოვანი იყო.
როდესაც კრემლმა პრიგოჟინის შეცვლილი პოზიცია დაინახა, გადაწყვიტა, სისხლიან დაპირისპირებაზე აღარ წასულიყო. ფინალური მოლაპარაკებები ჩინოვნიკების ფართო ჯგუფმა აწარმოა, ხოლო მთავარი მომლაპარაკებელი მაინც ბელარუსის პრეზიდენტი იყო.
„მედუზას“ წყარო ეუბნება, რომ ამ პროცესში პრიგოჟინმა წააგო, რადგან ის რუსეთიდან განდევნილია. „პრეზიდენტი მსგავს რაღაცეებს არ პატიობს“, - ეუბნება წყარო „მედუზას“.