თუ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება - ნაუსედა

26.06.23 10:47
თუ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება - ნაუსედა

თუ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, ჩრდილოატლანტიკული ალიანსს აღმოსავლეთის საზღვრების გაძლიერება დასჭირდება. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა  გიტანას ნაუსედამ განაცხადა. 

თუ პრიგოჟინი ან ვაგნერის ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება", - თქვა ნაუსედამ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ "ვაგნერის" დაჯგუფება რუსეთის პრეზიდენტს  აუჯანყდა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის გახორციელება დააანონსა. უკვე გუშინ ვაგნერელები მოსკოვთან 200 კმ იყვნენ, როდესაც საქმეში ბელარუსის პრეზიდენტი ჩაერთო. ალექსანდრ ლუკანშენკომ ევგენი პრიგოჟნთან მოლაპარაკებები აწარმოა, რის შემდეგაც პრიგოჟინმა რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ წასვლა გადაიფიქრა და ვაგნერელები გზიდან უკან გაატრიალა.   

მსგავსი სიახლეები