არ გამოვრიცხავ, ლუკაშენკო რუსეთში გადატრიალების გეგმაში ყოფილიყო ჩართული - დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ფიქრობს, რომ ბელარუსის პრეზიდენტი პრიგოჟინის თანამზრახველი იყო და რუსეთის ამბოხების გეგმაში იღებდა მონაწილეობას. ოლექსეი დანილოვი არ გაორიცხავს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო "ვაგნერელებს" რუსეთში გადატრიალების მოწყობაში კიდევ დაეხმაროს.
ალექსანდრ ლუკაშენკო შესაძლოა, იყოს ჩართული ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ქმედებებში რუსეთში გადატრიალების მცდელობის დროს. უცნობია, როგორ მოიქცევა ლუკაშენკო მომავალში. არ გამოვრიცხავ, რომ მას შეეძლოს იგივე ამბოხებაში კიდევ ერთხელ დაეხმაროს ვაგნერელებს, ბელარუსში ყველაფერი ასე მარტივად არ არის, - ამბობს ოლექსი დანილოვი.