"ტყვია შუბლში" - რუსეთის დუმაში პრიგოჟინს დაემუქრნენ

26.06.23 14:24
"ტყვია შუბლში" - რუსეთის დუმაში პრიგოჟინს დაემუქრნენ

რუსეთის სახელმწიფო დუმა ჩამოგდებული ავიაციის და ლიკვიდირებული რუსი ჯარისკაცების გამო ვაგნერელებს და პრიგოჟინს ემუქრება. მუქარის ავტორი თავდაცვის კომიტეტის წევრი ნდრეი გურულევი იყო. 

100%-ით პასუხს აგებენ. არსებობს რუსეთის ფედერაციის კანონი. დაიღუპნენ ჩენები სამხედროები, დაიღუპნენ კონკრეტული პირების იერიშების შედეგად. ვინ გასცა ბრძანება და ვინ გაუშვა რაკეტა? - თქვა მან.

გურულევის თქმით, სადაც არ უნდა იყოს „ვაგნერის“ ხელმძღვანელი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნულ საკითხში გაერკვევა და გადაწყვეტილებას მიიღებს. 

25 ივნისს გურულევმა პრიგოჟინს თავის მოკვლისკენ მოუწოდა. „მხოლოდ ტყვია შუბლში - ეს ერთადერთი გამოსავალია პრიგოჟნისთვისაც და უტკინისთვისაც,“ - აღნიშნა მან ერთ-ერთ გადაცემაში.