ფრენის რადარის მონაცემებით, პრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკის მახლობლად, სამხედრო აეროდრომზე დაეშვა
ფრენის რადარის მონაცემებით, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსეთის ქალაქ როსტოვიდან ბელარუსში გაფრინდა.
მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн-ის ცნობით, თვითმფრინავი, რეგისტრაციის ნომრით RA-02795 მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე, მინსკის მახლობლად, ადგილობრივი დროით 07:40 საათზე დაეშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, 07:58 საათზე, ამავე აეროდრომზე დაეშვა მეორე თვითმფრინავიც, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან აფრინდა. აღნიშნულთან დაკავშირებით რომელიმე მხარეს ჯერ ოფიციალური ცნობა არ გაუვრცელებია.