პუტინის შეთავაზება ვაგნერელებს და მადლობა ბელარუსის პრეზიდენტს "აჯანყების" დარეგულირებისთვის

27.06.23 10:29
პუტინის შეთავაზება ვაგნერელებს და მადლობა ბელარუსის პრეზიდენტს "აჯანყების"  დარეგულირებისთვის

პუტინის შეთავაზება „ვაგნერის დაჯგუფებას". რუსეთის  პრეზიდენტი ყველაზე სასტიკი დაჯგუფების წევრებს თავდაცვის სამინისტროსთან ოფიციალური  კონტრაქტის გაფორმებას, სახლში დაბრუნებას  ან ბელარუსში წასვლას სთავაზობს. საგანგებო მიმართვაში პუტინმა მიმართა ბელორუსის პრეზიდენტსაც და მას ე.წ. "აჯანყების"  დარეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა!

მადლობას ვუხდი ვაგნერის ჯგუფის იმ ჯარისკაცებსა და მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს - არ გადადგეს ნაბიჯი ძმათამკვლელი სისხლისღვრისკენ, ზღვარზე გაჩერდნენ. 
დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააგრძელოთ რუსეთის სამსახური, თავდაცვის სამინისტროსთან ან სხვა ძალოვან ორგანოსთან კონტრაქტის გაფორმებით, ან დაბრუნდეთ ნათესავებთან და ახლობლებთან. ვისაც სურს - ბელარუსში წასვლა შეუძლია. ჩემს მიერ მოცემული დაპირება შესრულდება.  
სწორედ ასეთი შედეგი - ძმათაკვლა უნდოდათ რუსეთის მტრებს: ნეონაცისტებს კიევში და მათ დასავლელ მფარველებს, ასევე სხვადასხვა სახის ნაციონალ-მოღალატეს. სურდათ, რომ რუსეთის ჯარისკაცებს ერთმანეთი დაეხოცათ, რათა დაღუპულიყვნენ სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რათა საბოლოო ჯამში დამარცხებულიყო რუსეთი, ჩვენი საზოგადოება კი გახლეჩილიყო, დამხრჩვალიყო სისხლიან შიდა დაპირისპირებაში. ისინი ხელებს იფშვნეტდნენ, ფრონტზე საკუთარი წარუმატებლობისა და ე.წ. კონტრიერიშის მიმდინარეობაში საკუთარ წარუმატებლობაზე რევანშის ოცნებებით, მაგრამ არასწორად გამოთვალეს".- განაცხადა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები