გვინდა ვთქვათ მკაფიოდ, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსეთის შიდა სისტემის ბრძოლაში - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთში სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მეთაურის ამბოხს რუსეთის სისტემაში შიდა ბრძოლას უწოდებს და ამბობს, რომ მასში აშშ და ნატო არ იღებდნენ მონაწილეობას.
მისი თქმით, ჯერჯერობით იმსი დადგენა, თუ საით მიდის სიტუაცია რუსეთში, ნაადრევია.
"იმის დადგენა, თუ საით მიდის სიტუაცია რუსეთში, ჯერ ნაადრევია. პრიგოჟინის ამბოხი და შემდგომი მსვლელობა იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და NATO არ იღებდნენ მონაწილეობას ამ მოვლენებში. მე დავავალე უსაფრთხოების ჯგუფს მოეცათ სიტუაციის განვითარების შესახებ მოხსენებები ყოველ საათში ერთხელ და დავავალე მომზადება მოსალოდნელი სცენარებისთვის. კოორდინაციაში ვიყავით მთავარ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. გვინდა ვთქვათ მკაფიოდ, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსეთის შიდა სისტემის ბრძოლაში," - განაცხადა ბაიდენმა.