უნგრეთის ულტიმატუმი - რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს ბუდაპეშტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას
უნგრეთის ულტიმატუმი ევროკავშირს. ბუდაპეშტი, იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ სხვა წევრი სახელმწიფოები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დასთანხმდებიან. ინფორმაციას საკუთარ წყროებზე დაყრდნობით "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, ავრცელებს. რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ მართალია, მოლდოვაც და უკრაინაც ფაქტობრივად მზადაა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა უკრაინის განაცხადი უნგრეთმა, შესაძლოა, დაბლოკოს.