პესკოვი ირწმუნება, რომ არ აქვთ ინფორმაცია პრიგოჟინის ადგილსამყოფლის შესახებ

27.06.23 14:19
პესკოვი ირწმუნება, რომ არ აქვთ ინფორმაცია პრიგოჟინის ადგილსამყოფლის შესახებ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად შეიძლება იყოს ვაგნერის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.

”მე არ მაქვს ასეთი მონაცემები და ვერაფერს გეტყვით”, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, აქვს თუ არა კრემლს მონაცემები პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსში, მინსკის მახლობლად, სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. აღნიშნული ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.