არ დაგვიძახოთ გმირები მე, პუტინს და პრიგოჟინს, რადგან სიტუაცია გაგვექცა, არ გამოვიდა პრობლემის გადაწყვეტა - ლუკაშენკო

27.06.23 14:32
არ დაგვიძახოთ გმირები მე, პუტინს და პრიგოჟინს, რადგან სიტუაცია გაგვექცა, არ გამოვიდა პრობლემის გადაწყვეტა - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აღიარებს, რომ მას, პუტინს და პრიგოჟინს სიტუაცია გაექცათ და ორი ადამიანი, რომელიც ფრონტზე იბრძოდა, ერთმანეთს შეეჯახა.

ლუიკაშენკომ მისი პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ თუ რუსეთი დაინგრევა, ჩვენ ყველა ნანგრევების ქვეშ დაიხოცება.

"ამ სიტუაციის მოგვარებაში ბელარუსის როლის გათვალისწინებით, აქ უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა მომხდარის შესახებ და განვმარტო ჩვენი პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილებები. როცა რუსეთში მოვლენების განვითარება დაიწყო, მე გავეცი ბრძანება ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფილიყო. შეიარაღებული ძალები, მათ შორის პოლიცია და სპეცრაზმი, სრულ მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილი.

არავითარ შემთხვევაში დაგვიძახოთ გმირები არც მე, არც პუტინს და არც პრიგოჟინს, რადგან სიტუაცია გაგვექცა და შემდეგ გვეგონა, რომ მოგვარდებოდა, თუმცა არ გამოვიდა პრობლემის გადაწყვეტა და ორი ადამიანი, რომელიც ფრონტზე იბრძოდა, ერთმანეთს შეეჯახა. აქ არ არიან გმირები. ჩემი პოზიციაა, რომ თუ რუსეთი დაინგრევა, ჩვენ ყველა ნანგრევების ქვეშ მოვყვებით, ყველანი დავიხოცებით", - თქვა ლუკაშენკომ.