რუსეთის პრეზიდენტი სამხედროებს მიმართავს

27.06.23 14:46
რუსეთის პრეზიდენტი სამხედროებს მიმართავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლის საკათედრო მოედანზე თავდაცვის სამინისტროს, რუსეთის გვარდიის, FSB-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და FSO-ს ნაწილებს მიმართა.

როგორც პუტინი განმარტავს, ამბოხის ჩახშობაში სამხედროებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

„თქვენ ფაქტობრივად შეაჩერეთ სამოქალაქო ომი, იმოქმედეთ მკაფიოდ და შეთანხმებულად. ამბოხის მცდელობის დროს ჩვენ არ მოგვიწია სამხედრო ოპერაციის ჩატარების ზონიდან სამხედროების მოხსნა. თქვენმა გამბედაობამ და სიმამაცემ, საზოგადოების კონსოლიდაციასთან ერთად, ამბოხის ჩახშობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები