რუსეთმა უკრაინაში 77 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა - გაერო

27.06.23 14:52
რუსეთმა უკრაინაში 77 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა - გაერო

რუსეთმა უკრაინაში 77 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა, ამის შესახებ გაეროს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია ნათვამი.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, დაკავებები განხორციელდა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში.

"ჩვენ დავაფიქსირეთ სულ 77 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილით დასჯა, რომლებიც თვითნებურად დააკავა რუსეთის ფედერაციამ," - განაცხადა უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა გამოავლინა თვითნებური დაკავებების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებიც. მათ შორის, წამების, არასათანადო მოპყრობისა და გაუჩინარების. 

ანგარიში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები