რუსეთმა 70-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე სასამართლოს გარეშე დასაჯა სიკვდილით - გაერო
რუსეთმა 77 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე სასამართლოს გარეშე დასაჯა სიკვდილით. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის ავტორების თქმით, სიკვდილით რუსეთმა 72 მამაკაცი და ხუთი ქალი დასაჯა. ანგარიშის მიხედვით, სულ მცირე, კიდევ ერთი დაკავებული გარდაიცვალა „წამების, პატიმრობის, არაადამიანური პირობების ან/და აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის შედეგად“.
რუსულ მხარეს გაეროს მოხსენებაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.