მიღებული იყო სასტიკი გადაწყვეტილება, დაეხოცათ, პუტინს შევთავაზე, არ ეჩქარა - ლუკაშენკო მოლაპარაკების დეტალებზე

27.06.23 19:01
მიღებული იყო სასტიკი გადაწყვეტილება, დაეხოცათ, პუტინს შევთავაზე, არ ეჩქარა - ლუკაშენკო მოლაპარაკების დეტალებზე

"მიღებული იყო სასტიკი გადაწყვეტილება, დაეხოცათ, პუტინს შევთავაზე, არ ეჩქარა" - ბელარუსის პრეზიდენტი "ვაგნერის" მხრიდან სამხედრო აჯანყების დაწყებისა და პუტინთან შემდეგი მოლაპარაკების დეტალებზე საუბრობს.

ირკვევა, რომ პუტინი აჯანყებული ვაგნერელების დახოცვას გეგმავდა. მას შემდეგ კი, რაც მოლაპარაკებებში ბელარუსის პრეზიდენტი ჩაერთო, ვაგნერელები მის ქვეყანაში გადავიდნენ და ახლა ბელარუსის სამხედრო ძალებს წვრთნაში დაეხმარებიან.

ყველაზე სახიფათო რამ, როგორც მივხვდი, იმაში არ იყო თუ როგორი ვითარება იყო, არამედ როგორ შეიძლება განვითარებულიყო - მისი შედეგები. ეს იყო ყველაზე სახიფათო. ასევე გავიგე: მიღებულია სასტიკი გადაწყვეტილება (იგი ქვეტექსტად პუტინის გამოსვლაშიც გაისმა) - დახოცონ. პუტინს შევთავაზე არ ეჩქარა. მოდი, ვეუბნები, პრიგოჟინს, მის მეთაურებს დაველაპარაკოთ. რაზეც მითხრა: “მისმინე, საშა, უსარგებლოა. ყურმილსაც არ იღებს, არავისთან საუბარი არ უნდა”, - განაცხადა ლუკაშენკომ.

პრეზიდენტი პუტინის შემდეგ, პრიგოჟინთან გამართულ სატელეფონო საუბარსაც იხსენებს და ყვება, როგორ განუმარტა ვაგნერის მეთაურს, რომ მას არც შოიგუს და არც გერასიმოვს არავინ გადასცემდა.

ვეუბნები: “ჟენია, არავინ მოგცემს არც შოიგუს, არც გერასიმოვს, არავის არ მოგცემს, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში. პუტინს ხომ ჩემზე არანაკლებად იცნობ. მეორე, იგი ახლა შეგხვდება კი არა - ტელეფონზეც არ დაგელაპარაკება, ვითარებიდან გამომდინარე… ვეუბნები: “[მოსკოვამდე] ნახევარ გზაზე ბუზივით გაგჭყლეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯარებს (ამაზე პუტინი დიდ ხანს მელაპარაკებოდა) ყურადღება შესაბამის ფრონტზე აქვთ გადატანილი”, - განაცხადა ლუკაშენკომ.