კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულთა შორის სამი ბავშვია

28.06.23 10:22
კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულთა შორის სამი ბავშვია

უკრაინის ქალაქ კრამატორსკში სამაშველო ღონისძიება გრძელდება - დონეცკის ოლქზე რუსეთის სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირკვევა, რომ დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. 

pravda-ს ცნობით, 56 დაშავებულიდან, 3 უცხოეთის მოქალაქეა. მაშველებმა გადაარჩინეს 3 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები