ვგმობთ რუსეთის სასტიკ დარტყმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ - ჯონ კირბი

28.06.23 10:49
ვგმობთ რუსეთის სასტიკ დარტყმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ - ჯონ კირბი

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი, კრამატორსკზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა

 ჯონ კირბის განცხადებით, აშშ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, იარაღის და აღჭურვილობის მიწოდებას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად.

 ვგმობთ რუსეთის სასტიკ დარტყმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც მასობრივი სიკვდილი და ნგრევა გამოიწვიეს," - განაცხადა მან. 

დონეცკის ოლქზე რუსეთის სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირკვევა, რომ დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.  

მსგავსი სიახლეები