კრამატორსკში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზრდა

28.06.23 13:57
კრამატორსკში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზრდა

კრამატორსკში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზრდა. დაშავებულია კიდევ 61 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დაღუპულებს შორის სამი ბავშვია, დაშავებულებს შორის კი ერთი ახალშობილია. 

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისის საღამოს რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატროსკზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. ჭურვი კვების ობიექტეს მოხვდა. 
 

მსგავსი სიახლეები