ანჯეი დუდა კიევშია - პოლონეთის პრეზიდენტი ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს
პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა კიევშია - ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. მათი ინფორმაციით ანჯეი დუდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
"პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევს ეწვია. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. ისინი განიხილავენ ფრონტზე არსებულ ვითარებას, მათ შორის რუსეთის თავდასხმის საფრთხეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ასევე, განსახილველ საკითხებს შორის იქნება NATO-ს ივლისის სამიტისთვის მზადება", - ნათქვამია განცხადებაში.