პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, აჯანყების ავტორები კრემლში იმყოფებიან - დანილოვი

28.06.23 18:19
პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, აჯანყების ავტორები კრემლში იმყოფებიან - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი დამოუკიდებელი ფიგურა არ არის და აჯანყების ავტორები კრემლში იმყოფებიან.

მისი თქმით, ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ  პუტინი არ არის ქვეყნის ლიდერი.

"ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს [პრიგოჟინის აჯანყება] იყო სპექტაკლი, ეს იყო ნამდვილი სამხედრო მოქმედება. ეს იყო სიტუაცია, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პუტინი არ არის ქვეყნის ლიდერი.

თავად პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა... ეს დღეს სავსებით გასაგებია, მისი სურვილი არ იყო, რომ სადმე წასულიყო, მას აშკარად აკონტროლებენ", - ამბობს დანილოვი.