კრამატორსკში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა - დაჭრილებს შორის ერთი თვის ჩვილია

28.06.23 18:55
კრამატორსკში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა - დაჭრილებს შორის ერთი თვის ჩვილია

კრამატორსკზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. დაშავებულ 56 ადამიანს შორის ერთი თვის ბავშვია.

უკრაინის ქალაქ კრამატორსკში სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქის მიმართულებით ისკანდერის ტიპის რაკეტები გაუშვეს. ერთი ცენტრში მდებარე კაფეს დაეცა, მეორე კი გარეუბანში აფეთქდა.

დაღუპულთა შორის 3 მოზარდია. რუსულმა არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი გუშინ, გვიან ღამით დაბომბა.

მსგავსი სიახლეები